რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ მცირე 462 ბავშვია დაღუპული

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 462 ბავშვია დაღუპული. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, დაშავებულია 930 არასრულწლოვანი.

პროკურატურას ამჟამად ინფორმაცია აქვს რუსეთის მიერ ჩადენილი 72 620 სამხედრო დანაშაულის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 17 000-მდე დანაშაულის შესახებ.

639 ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენილია. მათ შორის არიან რუსი მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო ლიდერები, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და კრემლის მედიის პროპაგანდისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი