
ოკუპანტები მათ მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების არმქონე პირებს ასაქმებენ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ახლა ძალიან აკლია პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა. ამის ნაცვლად, რუსი ოკუპანტები ასაქმებენ ხალხს შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების გარეშე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები." აცხადებს გენშტაბი.
შეგახსენებთ, ატომური სადგური და ქალაქი ენერგოდარი რუსეთის საოკუპაციო არმიას გასული წლის მარტიდან აქვს დაკავებული.