ზაპოროჟიეში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 8 თვის ბავშვი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეში მაღალსართულიან კორპუსზე 2 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შენობის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტებმა 13 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 11 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსი 2 მარტს დაბომბეს. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი თითქმის მთლიანად განადგურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი