ევროკავშირის სახელით გეუბნებით, რომ უკრაინა EU-ს წევრი გახდება - მეცოლა

გამოქვეყნდა:

უკრაინასთან ყოველდღიური დიალოგი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს ერთმანეთს პირისპირ შევხვდეთ. 2022 უკრაინას რთული წელი ჰქონდა, ეს ყველამ დაინახა. მთელი ევროკავშირის სახელით გეუბნებით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ამით ყველა იამაყებს. იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გაწევრიანებაზე დიალოგი 2023 წელს დაიწყება. დღევანდელ შეხვედრაზე მე და პრეზიდენტმა ომზე, დახმარებაზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე ვისაუბრეთ. ეს მნიშვნელოვანია რადგან აღმშენებლობის პროგრამა განათლების სისტემის გაძლიერებას და რუსების მიერ განადგურებული სასწავლებლების აღდგენას ითვალისწინებს. ევროკავშირი ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გთავაზობთ და ამას უკრაინის მიერ მიღებული სტატუსის ამტკიცებს. ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს თქვენთვის, უკრაინელი სტუდენტები შეძლებენ დასავლეთში განათლების მიღებას და ამ ცოდნაში უკრაინისთვის გამოყენებას.

თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინაში ვიზიტისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი