
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
ამის შესახებ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ვფიქრობ, ნებისმიერ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის სამედიცინო მზრუნველობა, რომელიც მათ სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს ასეა ბატონი სააკაშვილისთვის ან ნებისმიერი სხვა პატიმრისთვის საქართველოში. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ამის შესახებ და ვთქვით ის, თუ რა მიგვაჩნია მთავრობის პასუხისმგებლობად პატიმრებზე ზრუნვაში", - თქვა ჯინ შაჰინმა.
იხილეთ ასევე: