"ომის ავტორები დაისჯებიან" - პოდოლიაკი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, უკრაინამ, ბალტიისპირა ქვეყნებმა, ასევე პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს საინიციატივო შეთანხმებას რუსეთის დანაშაულისთვის სპეციალური ცენტრის შექმნის შესახებ.

"პირველი ნაბიჯი ტრიბუნალისკენ. უკრაინამ, ბალტიისპირა ქვეყნებმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს საინიციატივო შეთანხმებას რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ცენტრის შექმნის შესახებ. ეს არის სავალდებულო სისხლის სამართლის პროცესის ფორმალიზება. ომის ავტორები, მათ შორის პუტინი, დაისჯებიან", - წერს პოდოლიაკი.

ამავე თემაზე:

საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის დანაშაულებს განიხილავს - ლეიენი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი