ღარიბაშვილი გერმანიაში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი