
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს. ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი, მათ შორის დონეცკის ოლქის უგლედარის მახლობლად, უარს ამბობს უმაღლესი სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე.
"ამავდროულად, რუსების რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება სამხედროებს შორის და მტრის პერსონალის დემორალიზებას იწვევს. მოხალისეთა რაზმი, რომელსაც დაევალა რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის გაძლიერება, უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს შეტევაში და შეასრულოს არაკომპეტენტური სარდლობის ბრძანებები. ეს ტენდენცია შეინიშნება მტრის სხვა დანაყოფებშიც", - თქვა მალიარმა.
უგლედართან რუსული არმიის დანაკარგებს ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს. უწყების ცნობით, რუსული ძალები თავდასხმების დროს დღეში 150-300-მდე რუს სამხედროებს კარგავენ.