აბსოლუტურად ამერიკულის იდენტურია, გუგლის თარგმანით იქნება იგივე - სარჯველაძე "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, რომ რუსული კანონპროექტია, ამით ამერიკული კანონის თარგმანი რუსულად არ გადაიქცევა...უბრალოდ ორი ტექსტის ერთმანეთთან შედარებაა საჭირო და ამის მიხედვით გაირკვევა, რომ აბსოლუტურად იდენტურია არა თუ მსგავსია, არამედ იდენტურია, მეორედ ინიცირებული კანონპროექტი იმისა, რაც ამერიკული კანონი იყო. "გუგლის" თარგმანით, რომ შევასრულოთ იქნება იგივე, უბრალოდ სადაც წერია აშშ, იქ წერია საქართველო. მეტი სხვაობა ამაში არ არის. ამიტომ განცხადებები, რომ ეს ამერიკულის მსგავსი არ არის და არამედ რუსული მსგავსია, ეს ჩემი აზრით, უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს ამერიკელი კონგრესმენი ( ჯინ შაჰინი). შესაბამისად, მის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, ვფიქრობ, რომ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. მეეჭვება მას ქართულად კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს და ბუნებრივია, ის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, მაგრამ უხერხულია, როცა იგივე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ამის წყალობით განცხადებებს აკეთებინებენ.

- ამბობს „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. კომენტარს ipn ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი