საიდანაც არ უნდა შევხედოთ და რა კუთხიდანაც არ უნდა დავიწყოთ "ქართული ოცნების" მიერ დაწერილი ამ მავნებლური კანონის აღწერა, მოცემულობა მაინც უმარტივესია. დღეს ადამიანების ჯგუფი რუსული კანონით, რუსული რიტორიკით და რუსული მეთოდებით ემუქრება და ებრძვის სამოქალაქო სექტორს, მშრომელ და პატიოსან ადამიანებს - და ამით მიზანმიმართულად, ნებით აკეთებს რუსულ საქმეს.
ეს კანონი მარტო იმიტომ კი არაა რუსული, რომ მისი ტექსტი და სულისკვეთება რუსული პრაქტიკიდან გადმოწერეს, თუმცა თავისთავად ეს მოცმეულობაც დგას, არამედ რუსულია იმ მიზნებითაც, რის მიღწევასაც "ქართული ოცნება" მისი კანონად ქცევით აპირებს.
და ახლა ამ ჟურნალისტებს, უფლებადამცვლებს, ექიმებს, ვეტერინარებს, ფერმერებს, მეღვინეებს, მეცნიერებს უცხოეთის აგენტის იარლიყის მიკერებას უპირებს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უკვე ღიად და დაუფარავად ატარებს რუსულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ხოდა მოდით, ახლა საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, ფაქტებზე და ქმედებეზე დაყრდნობით შეაფასოს, ვინ ვისი აგენტია.
ავტორი: ბექა ყორშია