
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონის სოფელი პონიატივკა დაბომბეს.
ავიაიერიშის შედეგად, დაიღუპა 3 ადამიანი.
"ხერსონის რაიონი სოფელი პონიატივკა, ნაღმტყორცნებით დაბომბეს. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაიღუპა 3 ადამიანი" , - წერს ერმაკი
მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.
ხერსონირ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერიში შემთხვევითი არ ყოფილა "მტერი მიზანმიმართულად დაესხა თავს საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა".