ვინ დაიწყო ომი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დღევანდელი ცუდი გადაფარება ხვალინდელი უარესით და ავტორი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, იქნება "ქართული ოცნება" - აი ამ რეჟიმში ვარსებობთ ბოლო 10 წელია და აი ამ დღის წესრიგის ავტორი პოლიტიკური ძალა ამტკიცებს, რომ ქვეყნის სიმშვიდის გარანტი და ეროვნული ინტერსების დარაჯია. ცინიზმი უმაღლეს სტადიაში, რომლის გამოვლინებაც რამდენიმე დღის წინ მთალად საპარლამენტ ტრიბუნიდან ვიხილეთ.

მხედველობაში გვაქვს 2008 წლის ომის ხელახალი გამოძიების მოთხოვნა, რომლიც ხმამაღლა რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ფსევდოოპოზიციონერ ფრიდონ ინჯიას ათქმევინეს. ინიციატივა კი ომახიანად აიტაცეს "ოცნების" წევრებმა და საქართველოს ერვნული ინტერსებისთვის ასე სახიფათო თემაც გამოცხვა. 

ამ ინციიატივის ავტორებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აღმოაჩნდა იმას, რომ ჰააგამ რუსეთი გაამტყუნა, რომ რუსმა სამხედროებმა დაარღვიეს ომის სამართალი, რომ ქართველი ჯაირსკაცები ცამდე მართლები აღმოჩნდნენ ღმერთისა და კანონის წინაშე - ამ ინიციატივის ავტორებისთვის გადამწყვეტი კრემლში გენერირებული შეთქმულების თეორიებია და კიდევ ისევ, რომ პუტინის პირად პატირმად ქცეულ მიხიელ სააკაშვილს რამე მოუხერხონ. იმის მიუხედავად, რომ ის საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი