სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმამ არაერთი კითხვა გააჩინა. უპირველეს ყოვლისა, რამდენად გულწრფელია ხელისუფალი, როცა ერთი მხრივ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბრობს, საქმით კი ბევრს არაფერს აკეთებს ამისთვის და პირიქით, როცა საზოგადოების ნაწილი შეახსენებს ამ ხელისუფლებას, რომ ქვყანას ძლიერი ჯარი სჭირდება, ამ შეხსენებას ომის პროპაგანდას უპირისპირებს. მეორე საკითხია ის, რომ დაანონსებულ რეფორმას აშკარად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ელფერი დაჰკრავს.
ერთი მხირვ სავალდებულო სამსახურში ეძახის ყველა რელიგიურ კონფესიას, მაგრამ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებს, მაშინ როცა ისტორიულად მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც სამშობლოს სადარაჯოზე იდგენენ. კიდევ ერთი შეკითხვა კი კორუფციის მყარი ნიადაგია - რომელსაც ამ რეფორმამ შეიძლება ხელი შეუწყოს. აღმოჩნდა, რომ სავალდებულო სამსახური მთლად სავალდებულოც არაა - და მაგალითად სტუდენტების გაწვევა ლოტოტრონმა უნდა გადაწყვიტოს.