პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარსადგენად ემზადება. საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები ადვოკატის ბექა ბასილაიას ბიუროდან ღამით იძულებით ამოიღეს.
დოკუმენტები, რომელიც პროკურატურამ ბასილაიას ოფისიდან გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო, ნიკა გვარამიას უკვე არსებულ ბრალდებას არ ეხება. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ მთავარი პროკურატურა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორის დასაკავებლად ახალ საქმეს ეძებს.
„რუსთავი 2-ის“ თანხების და ბინების შემდეგ საგამოძიებო უწყება სადაოს გვარამიას ცოლის მანქანას ხდის, რომელიც მათი საკუთრება არასდროს ყოფილა.
სადავო მანქანაზე სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი პროკურატურაში დაკითხვაზე რამდენიმე დღის წინ ჰყავდათ. ამ დროისთვის პროკურატურის მიერ დაყადაღებულია ავტომობილიც.
ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ გამომძიებლებისთვის დაუჯერებელი იყო ის გარემოება, რომ მანქანასთან დაკავშირებით ყველა ოპერაცია კანონიერი და დოკუმენტებით გამყარებული იყო.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მისი ცოლის მანქანა მის დასაკავებლად პროკურატურის ერთ-ერთი ბოლო კოზირი იყო, თუმცა თვლის, რომ ამ კარტის გამოყენება არ გამოუვათ.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მთავარი მიზანი მისი დაკავება და ერთი თვის „მთავარი არხისთვის“ პრობლემების შექმნაა.
სადაო ავტომობილზე პროკურატურა მასალებს ისე აგროვებს, რომ ნიკა გვარამიასთვის კითხვა არ დაუსვამთ.