კლიმატი შეიცვლება, ღალატი დაისჯება! - რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია პარლამენტის წინაც იმართება

გამოქვეყნდა:

კლიმატი შეიცვლება, ღალატი დაისჯება! - ამ სახელწოდებით რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება პარლამენტის შენობის წინაც. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. 

შეკრებილებს თან აქვთ ბანერები წარწერებით - "არა რუსულ ოცნებას"; "სამშობლო ერთია, რუსეთი მტერია"; "გამჭვირვალე ნიღბებით, ვეღარ შეინიღბებით". 

აქციის მონაწილეებმა ჩართეს ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები. 

აქცია იმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც. შენობის შიგნით ცოტა ხნის წინ დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ. "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი, დღეს შენობაში "დაშვების შეზღუდული რეჟიმი" მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი