"საქართველოსთვის" წევრებმა იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვეს

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დეპუტატების განცხადებით, კონსტიტუციის სრული დარღვევით "ქართულმა ოცნებამ" დღეს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვა, სამაგიეროდ კი "რუსული კანონის" განხილვა გააგრძელა.

"საქართველოსთვის" სხდომაზე ითხოვდა კანონპროექტის განხილვას, რომელიც რუსეთის გავლენისგან დაცვას ეხება.

სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა. პარლამენტის საიტზე პირდაპირ ეთერი გათიშულია. სხდომათა დარბაზში მანდატურები შევიდნენ და ოპოზიციონერი წევრების გაყვანას ცდილობენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი