სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ადგილზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. 

კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დარბაზიდან გაიყვანეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ასევე, ძალით გაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე. 

მათ სხდომაზე აღარ უშვებენ.

პარლამენტის საიტზე პირდაპირ ეთერი პერიოდულად ითიშება, მაშინ, როცა დარბაზში დაპირისპირება მწვავდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი