ანრი ოხანაშვილი ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სახეში ხელი დაარტყა. ოხანაშვილს ხელი შეუბრუნა ლევან ხაბეიშვილმაც. ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა ანი წითლიძეც. 

საკომიტეტო სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს, მათ შორის არიან, სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე.

თამარ კორძაიას თქმით, დეპუტატები სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი