თქვენ ხართ უსამშობლო, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ EU-ში ინტეგრაციას - ოხანაშვილი ნაცვლიშვილს

გამოქვეყნდა:

"ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს, სადაც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ. მან დეპუტატებს უთხრა, რომ კლავენ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. 

ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს უსამშობლო უწოდა:

"ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და თქვენ, თქვენ თავს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი, ეგ დაიმახსოვრეთ. ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ბატონი ბურჯანაძე ხომ ამბობდა, იდექით ბატონო ცალ ფეხზე და გინდა ნუ იდგებით. ეგ არის თქვენი სახე. ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას", - თქვა მაჭარაშვილმა. 

ანა ნაცვლიშვილი სკანდირებდა არა რუსულ კანონს, მან დეპუტატებს უთხრა, რომ ყველა პასუხისმგებელი იქნება ამ კანონის მიღებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი