"ანრი ოხანაშვილს მინდა მივმართო, რამ შეგაშინა" - ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატები იურიდიული საკითხების კომიტეტზე შესვლას ცდილობენ, სადაც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებული რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერებს, მათ შორის, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს, ანი წითლიძეს და პაატა მანჯგალაძეს კომიტეტზე შესვლის საშუალებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ. 

თამარ კორძაიას განცხადებით, დარბაზში ყველა შესასვლელი გზა გადაკეტილია, დაცვის თანამშრომლები კი მათთან არანაირ განმარტებას არ აკეთებენ. 

"არავინ არაფერს არ გვეუბნება. ყველა მხრიდან ვცადეთ დარბაზში შესვლა, მეორე სართულზე გადაკეტილია, მესამე სართულზე გადაკეტილია. დგანან სახელმწიფო სამსახურის სპეციალური დაცვის თანამშრომლები და გადაადგილება გვეკრძალება. საპირფარეშოში რომ წავიდეთ, სპეციალური დაცვის სამსახურის თანხმობით გვიშვებენ", - ამბობს თამარ კორძაია. 

პარლამენტში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვთ ჟურნალისტებსაც.

დეპუტატმა ანა წითლიძემ მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილს - "რამ შეგაშინა ისე, რამ შეგაშინა, რომ კანკალებ ახლა კომიტეტის სხდომაზე და არ გვიშვებ მე, სამნიძეს და კორძაიას".

შეგახსენებთ, რომ იურიდიული საკითხების კომიტეტზე "ქართული ოცნების" რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერების ნაწილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი