სერგო ორჯონიკიძე რომ ამდგარიყო, იმავეს გააკეთებდა რასაც ოხანაშვილი აკეთებს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"რომ შედგეს შინაარსობრივი განხილვა, აქაც გამოჩნდება რომ ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ გადმოწეროს რუსეთის კანონმდებლობა, ვლადიმერ პუტინის მსგავსი რეჟიმის შექმნის მიზნით ჩვენს ქვეყანაში და არცერთ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ. ამიტომ აძევებენ ისინი ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომიდან, რადგან პასუხი მათ შეკითხვებზეც არ აქვს და ეშინიათ საჯაროობის. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ დღეს ფაქტობრივად ყოველ რამდენიმე წუთში, ეს სამარცხვინო საოკუპაციო რეჟიმის ჭანჭიკი, ბატონი ოხანაშვილი, რომელსაც დღეს ჰქვია იურიდიული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე რომ ამდგარიყო და იქ დამჯდარიყო იმავეს გააკეთებდა, დღეს, რასაც ოხანაშვილი აკეთებს. რამდენიმე წუთში ერთხელ თიშავდნენ ლაივს, იმიტომ რომ მათ არ სურთ საჯაროობა".

განაცხადა "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი