პარლამენტში ოპოზიცია "რუსული კანონის" საწინააღმდეგოდ სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციებს მართავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში, ფრაქცია "სტრატეგია აღმაშენებლის" ოთახში სამოქმედო გეგმაზე სამსჯელოდ იკრიბებიან.

მათი განცხადებით, უნდა შეაჯერონ საერთო პოზიცია იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონპროექტის კანონად ქცევის შესაძლებლობა არ მისცენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია საერთო განცხადებას გააკეთებს. მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების სამოქმედო გეგმაში დიდი როლი ექნება მედიასაც. 

ჩიხლაძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება მსჯელობა ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ, ოპოზიციონერები მხოლოდ დღევანდელ დღის წესრიგს შეაჯერებენ.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი