"სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება" - ყაველაშვილი დეკანოიძეს

გამოქვეყნდა:

"სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს. 

დეკანოიძემ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს უთხრა, რომ მის ადგილზე ორ წიგნს წაიკითხავდა და ისე მივიდოდა საკანონმდებლო ორგანოში.

მიხეილ ყაველაშვილი: მართლა? არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.

ხატია დეკანოიძე: - წიგნი თავშია. პარლამენტის წევრი რომ ხარ, განათლება არ გაქვს, უმაღლესი განათლება არა გაქვთ, ვის ელაპარაკები, შენ ყიდი სამშობლოს ახლა.... მიშა ძალიან უწიგნური ხარ.

მიხეილ ყაველაშვილი: - შენ რა იცი მე რამდენი წიგნი მაქვს [წაკითხული]. რა იცი ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არაა მარტო ეგ რა, რომ იცოდე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი