ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს, სარჯველაძეს ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა - ოპოზიციის დეპუტატები

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატების ცნობით, პარლამენტში გადაიდო ბუროს სხდომა, სადაც გადიოდა საკითხი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონპროექტების გატანასთან დაკავშირებით. ბიურო 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დეპუტატები წერენ, რომ ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათამდე გადაიდო. ასევე, მათი ცნობით, ამ დრომდე ვერ ტარდება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა. 

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი!

ბიუროს სხდომა - სადაც ეს რუსული კანონი უნდა როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ - გადაიდო! ხვალისთვის!

ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად - რაც მთავარია" - წერს ხათუნა სამნიძე. 

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სარჯველაძემ არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და კითხვებს გაექცა. მას ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა უნდა წაეყვანა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი