არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს - საქართველოს მარნები რუსული კანონის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

პარლამენტს მიმართავენ მეღვინეებიც - საქართველოს მარნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს. მიმართვა შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანის, პარლამენტის, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების სახელზე გავრცელდა. 

განმცხადებლები მოუწოდებენ პარლამენტარებს, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში:

"1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ საერთაშორისო დონორებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისგან ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ, საგანმანათლებლო დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობას;

2) ღვინის სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციები, კომუნები, გილდიები დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დაფინანსება და განკარგონ ეს ფინანსები დარგისა და დარგში მოქმედი მეწარმეების საჭიროებების შესაბამისად - კვლევითი თუ საგანმანათლებლო მიზნებით, მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის, ღვინის ფესტივალებისა თუ გამოფენებისთვის;

ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების საწინააღმდეგო კანონის მიღება შექმნის რისკებს, რომ ევროპულ ბაზარზე რეპუტაციული ზიანი მიადგეს ქართულ ღვინოს და, ზოგადად, ქართულ პროდუქციას. ეჭვქვეშ დადგეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა; ღვინის სექტორში დასუსტდეს და გაქრეს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე, უმეტესად, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ; შეწყდეს ღვინის მცირე და საშუალო ბიზნესის შეუქცევადი, წარმატებული განვითარება საქართველოში და უამრავი მარანი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს.

პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ  შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  1. საოჯახო მარანი ოდა - ქეთო ნინიძე
  2. მშვენიერაძეების მარანი - გიორგი მშვენიერაძე
  3. მარტვილის მარანი - ზაზა გაგუა
  4. მენაბდის მარანი - ვახუშტი მენაბდე
  5. ვაჟა გეთიაშვილის მარანი - რეზო გეთიაშვილი
  6. იაგოს ღვინო - იაგო ბიტარიშვილი
  7. ღვინის ოსტატები - ანდრო ბარნოვი
  8. ფაფრის ველი - ნუკრი ქურდაძე
  9. Latibashvili's Wine - ნოდარ ლატიბაშვილი
  10. ციხელიშვილის მარანი - ალექსი ციხელიშვილი
  11. ართანული ღვინო - კახა ბერიშვილი
  12. ოქროღვინო - ჯონი ოქრუაშვილი
  13. ნიკოლაძეების მარანი - რამაზ ნიკოლაძე
  14. Aleko Sardanashvili's Marani - ალეკო სარდანაშვილი
  15. არჩილ გუნიავას მარანი - არჩილ გუნიავა
  16. ანემო - ანა გოდაბრელიძე
  17. მარანი „კალამი“ - მალხაზ ხარბედია
  18. გოგიტა მაკარიძის მარანი - გოგიტა მაკარიძე
  19. საოჯახო მეღვინეობა გებრალე - ვაჟა კასრელიშვილი
  20. ფანცულაიების საოჯახო მარანი - მურმან ფანცულაია
  21. მარანი ენკენი - ლაშა გურული
  22. ვაჩეიშვილის მარანი - ნიკა ვაჩეიშვილი
  23. ღვინტესტი - ვანო შიუკაშვილი
  24. მადამვაინი - მანანა ახვლედიანი
  25. ფრეიას მარანი - ენეკ პეტერსონი
  26. TDWinery - თენგიზ დვალიშვილი
  27. ჭორტაულის ვენახები - ალეკო ცქიტიშვილი
  28. კორტავების მარანი, თამუნას ღვინო - თამარ ბიძინაშვილი
  29. GOGO Wine, ქეთევან ბერიშვილი
  30. სამთავისის მარანი - მამუკა კიკვაძე
  31. ნები - ბექა ასლანიშვილი;
  32. ჭონას მარანი - მიხეილ ჭონიშვილი
  33. მარანი ველინო - ბექა ჯიმშელაძე
  34. ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი, ვანო მოსემღვდლიშვილი
  35. ნიკალას მარანი - ზურაბ მღვდლიაშვილი
  36. მეღვინეობა თილისმა - ქეთი ჰუბერტი
  37. ვარიანის მარანი - ივანე სტეფანაშვილი
  38. ღვინო ხვთისია - ზურაბ ხვთისიაშვილი
  39. ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი
  40. რობის მარანი - რობი ზირაქაშვილი
  41. მეღვინეობა მალატი - თამარ გერლიანი
  42. მარანი ჩუბინი - თორნიკე ჩუბინიძე
  43. პატარიძის რაჭული - შორენა პატარიძე
  44. მარანი კლაკნი - ვლადიმერ ნაჭყებია
  45. თეთრი თუთა - ნათია ჩეკურიშვილი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი