"შეწყვიტეთ განხილვა და მეტი გააკეთეთ ევროკავშირის წევრობისთვის" | გოგა ჩანადირი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

კანონი აფერხებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ასევე, ხელს უშლის დემოკრატიას, მედიისა და სამოქალაქო სექ­ტო­რის განვითარებას. ეს მაშინ, როცა მათი როლი სახელმწიფო გადაწყვეტილებებში უაღრესად მნიშვნელოვანია.

კანონპროექტი ვერ შეამცირებს მტრული ქვეყნების პოლიტიკურ და მედიაგავლენას საქართველოში. ამის საწინააღმდეგოდ სხვა კანონები და აღსრულებაა საჭირო.

ქვეყანაში, როცა ნამდვილად ბევრი პრობლემაა, ხელისუფლება რატომ ძაბავს პოლიტიკურ გარემოს და აღრმავებს პოლარიზებას ამ კანონპროექტით, ჩემთვის გაუგებარია.

მართლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.

მართლა აფუჭებს საქმეს და გულუბრყვილო ან მავნევლური მცდელობაა ამერიკულ კანონთან შედარება.

შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ცოტა უფრო მეტი გააკეთეთ სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირში მიღებისათვის" 

წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ქართული ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი