შაბათს ბრაზილიაში კორონავირუსის 51 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 211 ადამიანი

გამოქვეყნდა:

შაბათს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის 51 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 211 ადამიანი გარდაიცვალა. 

ამ მონაცემების მიხედვით, ჯამში ქვეყანაში ვირუსის 2,39 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, გარდაცვლილია 86 449 ადამიანი.

შაბათი ბრაზლიისთვის ზედიზედ მეოთხე დღე იყო, როცა კორონავირუსის 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კვირის ჯამურ რაოდენობად კი 321 623 აღირიცხა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი