მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა და 16 082 740-ს შეადგენს. 

ამ დროისთვის, ინფიცირებულია 5 610 978 პირი, საიდანაც 66 181 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 826 467 ადამიანი. გარდაიცვალა 645 295 პაციენტი. 

მანამდე კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას შემაშფოთებელი უწოდა. ფიქრობენ, რომ შეზღუდვების გამკაცრება საჭიროა. 

„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების კვლავ დაწესება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთში, 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში კი უკვე 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 117 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 917;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 936;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი