არა რუსულ კანონს! | სამოქალაქო პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა რუსულ კანონს. აქტივისტები, ჟურნალისტები, ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები და ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთ დიდ ერთობას ქმნიან. დილიდან პარლამენტის შენობის წინ და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებთან შეკრებილები, რამდენიმესაათიანი ხმამაღალი პროტესტისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კვლავ პარლამენტის მიმდებარედ შეიკრიბნენ. გადაწყვეტილება მიღებულია - ერთიანი საკოორდინაციო საბჭო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს. 

წინააღმდეგობის მოძრაობის მიზანი მულტიფუნქციური პროტესტის ორგანიზებაა ყველგან, სადაც შიძლება პროტესტის გამოხატვა და ყველა გზით, რომლებიც მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. ხვალ დილის 9 საათიდან პროტესტი განახლდება - ქუჩაში, პარლამენტში, საერთაშრისო ტრიბუნებზე, დიპლომატიური და მედიის არხებით - წინააღმდეგობის მოძრაობა მიიტანს ინფორმაციას ქართველ ხალხთან და უცხოელ პარტნიორებთან იმ საფრთხის და მავნებლობის შესახებ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი