"დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება" | ბიზნესს ასოციაციები რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები განცხადებას ავრცელებენ. წერენ, რომ ამ ყოველივემ შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს, "როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება".

სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი განცხადება – „ათეული წლებია რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით“. სრულად... 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადება - „ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს“. სრულად...

ბიზნეს ასოციაციების: საქართველოში აშშ–ის სავაჭრო პალატის, ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, გერმანული ბიზნეს ასოციაციი ერთობლივი; განცხადება კანონპროექტის შესახებ – ყოველივემ „შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება“. სრულად...

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება – „მოცემული კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ეწინააღმდეგება ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური პრინციპებიდან და საზოგადოებრივი საჭიროებებიდან“. სრულად...

იხილეთ განცხადება სრულად აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი