სამოქალაქო პროტესტი პარლამენტთან დილით ადრე დაიწყო. რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი აქტივისტები ტრანსფარანტებითა და ხმამაღალი შეძახილებით რამდენიმე საათის განმავლობაში აპროტესტებდნენ ხელისუფლების დანაშაულებვრივ ქმედებას, რომელიც უკვე გაუტოლდა ქვეყნის ღალატს. ასე აფასებენ ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ქმედებას არამხოლოდ საქართველოში.
ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე მიიღო გამაფრთხილებელი გზავნილი, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. იმ მიზნით, რომ არ დაუშვან ქვეყნის ევროპული მომავლის დასრულება არასამთვრობოები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები - ყველა პროფესიის ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად გეგმავენ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.