დაბადების დღის წვეულება პარიზში, მაგრამ ქართველი ხალხისთვის აკრძალული ევროპული მომავალი. კახა კალაძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ფუფუნებით ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ, ქვეყანას კი განვითარების პერსპექტივას უკარგავენ.
"მთავარმა არხმა" მოიპოვა დედაქალაქის მერის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახების გრანდიოზული წვეულებების ფოტო და ვიდეო კადრები. კახა კალაძემ საკუთარი დაბადების დღე ჯერ პარიზში ზე-ფეშენებელურ სასტუმრო "ფორ სიზონ გეორგ მე-5-ში" აღნიშნა, შემდეგ კი თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო დახურა.
არჩილ თალაკვაძემ კი მეუღლის იუბილე სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნის წვეულებების გრანდიოზულ დარბაზში გადაიხადა. სამივე წვეულება - პარიზშიც და თბილისშიც სრულიად გასაიდუმლოვებული იყო, იმ მიზნით, რომ ხალხს, რომელსაც ევროპულ მომავალს ართმევენ არ ენახა საკუთარი ხელისუფლების ლიდერების ფუფუნება.