ხვალ, 09:00 საათზე, პარლამენტთან | ოპოზიციამ და NGO-სექტორმა საკოორდინაციო საბჭო შექმნა და აქცია დააანონსა

გამოქვეყნდა:

7 მარტს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართება - ამის შესახებ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს.

ხატია დეკანოიძის თქმით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, "რომელშიც იქნება ყველა ის პოლიტიკური პროდასავლური ძალა, ვინც ნამდვილად მთელი ამ წლების განმავლობაში, იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის და ვინც ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე"

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"არ მოვდუნდეთ არცერთი წამით. ბრძოლა არ არის ერთსაათიანი. არის განგრძობითი, მთელი მსოფლიო არის ჩვენს გვერდით. ივანიშვილი პუტინთან ერთად მარტოა დარჩენილი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი