პირველი ხელჩართული დაპირისპირება რუსული კანონის გამო, დღეს იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომაზე მოხდა. ოპოზიციის პროტესტი "ქართული ოცნების" ქმედებების გამო სიტყვიერი კამათიდან რამდენიმე წუთში ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.
საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ პროტესტის ყველაზე აქტიური მონაწილეები დარბაზიდან გააძევა. რამდენიმესაათიანი განხილვის ბოლოს სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები დარჩნენ და "ქართულმა ოცნებამ" კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი