რუსული კანონი და ნიკა გვარამიას საქმე | ომბუდსმენობის კანდიდატ ლევან იოსელიანს პარლამენტში მოუსმინეს

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონზე არა, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს კიდევ ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობდა - ვინ იქნება ქვეყნის ახალი ომბუდსმენი. ერთი საათის განმავლობაში კანონმდებლები კოლეგა დეპუტატს ლევან იოსელიანს უსმენდნენ. ამ ეტაპზე ის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება. 

იოსელიანის მტკიცებით, მისი საქმიანობის შემდეგ, ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ის ნამდვილად ნეიტრალური სახალხო დამცველი იყო.

„გარანტია შემიძლია მივცე ყელა ჩვენს მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი. ეს არის ყველაზე მთავარი, ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ და ამას მიხვდებიან. საბოლოო ჯამში ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმისა, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რასაც ჰქვია სახალხო დამცველი“, - თქვა მან. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი