7 მარტს, პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

გამოქვეყნდა:

7 მარტს, პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანი, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.

"მიმდინარე წლის 7 მარტს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი" - წერია განცხადებაში.

შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი