"აგენტების ამერიკულ კანონებთან დაკავშირებით განხილვები ხუთშაბათს იქნება" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"აგენტების ამერიკულ კანონებთან დაკავშირებით განხილვები ხუთშაბათს იქნება" - ამის შესახებ "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს. მისივე თქმით, მმართველი პარტია ვენეციის კომისიაში კანონპროექტის ორივე ვერსიას გაგზავნის.

"აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბარი, ჩვენ ალბათ ამისათვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც და ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისათვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით. ხვალ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვა, მათ შორის, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა, მაგრამ ბოლო ცვლილებებით, რომელიც გარკვეული დისკუსიის შემდეგ იქნა შეტანილი, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ინტერესს ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ეს კანონიც" - ამბობს მდინარაძე.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი