
ქობულეთში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა კი, რომელსაც ჭრილობა ცეცლხსასროლი იარაღით, ფეხის არეში მიაყენეს, მკურნალობას უკვე სახლში განაგრძობს.
"მთავარის" ინფორმაციით დაპირისპირება ძველ კონფლიქტს უკავშირდება. ბუთა ხაბაზის ოჯახის წევრები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა გუშინ 25 ივლისის საღამოს დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეები თანაქალაქელები არიან და მათ ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო-შეძენა შენახვას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.