ხელისუფლება სოფელ ტახტისძირში ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს მალავდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები კიდევ ერთ ქართულ სოფელში, ტახტისძირში გამოჩნდნენ, სადაც მავთულხლართები გაჩნდა. უკანონო ბორდერიზაციის ამ ფაქტს ხელისუფლება მალავდა. სოფელ უკვე მონიშნულია ადგილები, სადაც ოკუპანტები ახლა ჯებირებს გაავლებენ. 

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენიათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც სოფელში შევიდნენ. ისინი რუსმა სამხედროებმა შენიშნეს, ჯერ ფოტოები გადაუღეს, შემდეგ კი მათი დაკავება სცადეს, თუმცა მოძრაობის წევრებმა გაქცევა შეძლეს. დავით ქაცარავას თქმით, ტახისძირში მიმდინარე პროცესები თვეზე მეტია მიმდინარეობს და ამის შესახებ მთავრობამ იცის, თუმცა ხელისუფლება ამ ფაქტს მალავს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის გადაღებულ კადრებში ჩანს რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობა. ქაცარავას თქმით, ტერიტორია, რომელზეც ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ყოველთვის ქართული მხარის კონტროლს ქვეშ იყო. 

მოძრაობის წევრი მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ ისინი ჯიპიეს კოორდინატებით აღწერენ ტერიტორიებს, რაც რუსმა ოკუპანტებმა ამ ხელისუფლების დროს მიიტაცეს და რაც არასდროს ყოფილა ცხინვალის ადმინისტრაციულ ოლქში. იგი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის წევრებისთვის გადაღებული ფოტოები რუსმა ოკუპანტებმა არა მხოლოდ თავიანთ უფროსობასთან გადაგზავნეს, არამედ ქართულ სპეცსამსახურებში, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება მტერთან კოლაბორაციაშია. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი