კონფლიქტებით დაზარალებულთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას არვცელებენ და წერენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირთან ინტეგრაციას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი რუსული და ანტი-ქართული კანონპროექტი" შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.

ხელმომწერები მოუწოდებენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე - "ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში".

"ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად ცვლის რეგიონში საქართველოსთან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ წარმოდგენებსაც. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აფხაზეთის de facto ხელისუფლება 2020 წლიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული რუსული კანონმდებლობის მიღებას, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის საგანია. საქართველოში ამგვარი კანონის მიღება კი, საქართველოს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს. ცხადია, რომ ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც.

როგორც სამართლებრივი პრაქტიკა აჩვენებს, ევროკავშირს არც ერთ წევრ ქვეყანაში არ მოქმედებს მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული მსგავსი კანონები. უნგრეთის მცდელობას, მიეღო მსგავსი კანონი, ხელი შეუშალა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი არღვევდა გაერთიანებისა თავისუფლებასა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. ანალოგიურად, მსგავს კანონზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. ამ პირობებში ცხადია, რომ შემოთავაზებული რუსული კანონის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს.

ცხადია, რომ არანაკლებ შემაშფოთებელია სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის დამაკნინებელი სტატუსების მინიჭება და მათი დეჰუმანიზება, რაც აქტიურად აქვთ დაწყებული ქართული ოცნების პოლიტიკოსებსა და მათ მიერ კონტროლირებად მედიებს. ეს საშიში ტენდენცია ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ერთმანეთს და გაამწვავებს ქვეყანაში არსებული სოციალურ კრიზისებსა და კონფლიქტებს. სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების ამ ტიპის კონტროლს მხოლოდ ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები მიმართავენ და ის მხოლოდ როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლად შეიძლება შეფასდეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

Ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები:

  1. Სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  2. ი/გ/პ/ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
  3. Დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. Ქალთა ფონდი “სოხუმი”
  5. კავკასიური სახლი
  6. მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  8. მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)
  9. მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)
  10. ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი
  11. Სტუდია რე
  12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  13. ახალგაზრდული ალტერნატივა
  14. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად"
  15. კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
  16. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
  17. მოძრაობა აფხაზეთისთვის
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  19. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
  20. ასოციაცია “მერკური”
  21. აქტ ფორ თრასნსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისი.
  22. ქალთა ფონდი საქართველოში
  23. Ფონდი აფხაზინტერკონტი AIC
  24. Გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო
  25. Მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი
  26. Პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი
  27. Ნათია ჭანკვეტაძე, PhD კანდიდატი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი
  28. Დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი
  29. ივლიტა გოგუა, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
  30. რუსუდან ფუხაშვილი, PhD საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევარი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი