
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპანტებმა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს.
"დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სასტიკად მოკლეს ოკუპანტებმა ჯარისკაცი, რომელმაც მათ გაბედულად უთხრა: "დიდება უკრაინას". მინდა, რომ ყველამ ერთად ვუპასუხოთ მის სიტყვებს: "დიდება გმირებს!" "დიდება გმირებს!" დიდება უკრაინას!" ჩვენ ვიპოვით მკვლელებს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო მას შემდეგ მოკლეს, რაც მან თქვა: "დიდება უკრაინას".