არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან მოქალაქეები, ოპოზიციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ისინი "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებს" აპროტესტებენ.
ადგილზე მათ აქვთ ბანერები:
ფოტო: მთავარი არხი.
ფოტო: მთავარი არხი.
ფოტო: მთავარი არხი.
ცნობისთვის, პარალელურად, პარლამენტში იმართება ბიურის სხდომა, სადაც პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მათ შორის "რუსული კანონპროექტის" კენჭისყრის საკითხს დაამტკიცებენ. საკანონმდებლო ორგანოში, იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. ბიურომდე მისასვლელი კიბეები დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი. სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცეს ოპოზიციონერების ნაწილს.