"ოცნებამ" ტაქტიკურად უკან რომ დაიხიოს, არავინ უნდა მოტყუვდეს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული" საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს არ მიიღებს ან მის მიღებას გადადებს, ამან საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. ბოკერიას თქმით, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ მაშინ იქნება, როცა "ქართული ოცნება" მმართველობაში აღარ იქნება.

"ეს კანონი რომც არ მიიღონ, ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, საზოგადოების ძალის დემონსტრირებისთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ რეჟიმს ჩამოვიცილებთ და გავალთ სამშვიდობოს. ტაქტიკურად უკან რომც დაიხიოს ამ კანონისგან, ამან არ უნდა მოატყუოს არავინ, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ორი დღით რომ გადადო მიღება, ეგ არ არის ჩვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება როცა შედეგს დავდებთ, მაგრამ სიმპტომი, რომ მან შეცდომა დაუშვა ამ კანონის ინიციირებით, ეს უნდა გამოვიყენოთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი