პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრებსა და მანდატურის სამსახურს მადლობა გადაუხადა შენობაში უსაფრთხოების დაცვისთვის. მან თქვა, რომ ეს დღეები ამ სამსახურებისთვის არ იყო მარტივი.
პაპუაშვილმა დეპუტატებმა ჰკითხეს, ვისგან იცავენ უწყებების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ.
"ყველას მოგიწოდებთ, ცოტა გარედან შევხედოთ ხოლმე მათ შორის საკუთარ თავს, რაც ხდებოდა, მაგიდების აყირავება ნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობა ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ. თქვენი მხრიდანაც ვნახეთ ქალბატონო სალომე [სამადაშვილი], დღესაც არის სპეციალური რეჟიმი, გთხოვთ პატივი ვცეთ ამას, არავის არ სიამოვნებს როდესაც გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმი არის, მაგრამ როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, რა თქმა უნდა, აქ საჭირო არის დაცვა უსაფრთხოების", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. ბიურომდე მისასვლელი კიბეები დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი. სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცეს ოპოზიციონერების ნაწილს.