რატომ ვუპირისპირდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც 30 წელია გვეხმარება, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს - სამნიძე პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

"როგორ შეიძლება კომიტეტის სხდომა ჩატარდეს სპეცოპერაციის რეჟიმში, იყოს 10-12 მანდატური და ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმაზე, რომ ეს არის რუსული კანონი, რეაქცია იყოს მიკროფონის გათიშვა და დეპუტატების გაძევება, ეს ხომ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი მოსმენა", - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა. 

სამნიძის თქმით, მმართველ პარტიას უნდა დააკანონოს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან არ ისმოდეს კრიტიკული აზრი.

"ერთის მხრივ გინდათ რომ მიიღოთ რუსული კანონი, რომელზეც მარტო ჩვენ არ ვამბობთ რომ რუსულია. ამერიკა, ევროპა, ქვეყნის შიგნით ადამიანები, მასწავლებლები, აკადემიური სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა თითქოს, ნახეთ, ტალღაა მთელი და ცუნამივით არის ეს ყოველ დღე, ახალ-ახალი განცხადებები ქვეყნდება. მე მესმის, რომ შეიძლება არ გადარდებდეთ ინდივიდუალური ადამიანები, თუმცა ხომ შეიძლება თქვენს რიგებში ვინმე აღმოჩნდეს, ვინც იტყვის, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული პროტესტი აქვს ამ რუსული კანონის მიღებას და იქნებ დავფიქრდეთ, ვინ დგას ჩვენ მხარეს და ვინ დგას იქით მხარეს. რატომ ვყოფთ და ვგლეჯთ ამ საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და რატომ ვუპირისპირდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც 30 წელია გვეხმარება, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს",  - ამბობს სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი გავიდა. სხდომაზე უნდა გადაწყდეს, თუ როდის მოხდება კანონპროექტის განხილვა პლენარულ სესიაზე.

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი