
საქართველოს რაიმე კონტექსტში შედარება ოკუპანტ ქვეყანასთან ესაა შეუფერებელი, ვინც არ უნდა თქვას. განსაკუთრებით უცხო ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამას იტყვის, თქვენ უნდა იცავდეთ თქვენ ქვეყანას, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თქვენ ქვეყანას ადარებს რუსეთს ნებისმიერ კონტექსტში, თქვენ უნდა იყოთ პირველი, ვინც ამას წინ უნდა აღუდგეს და დაიცვას და როცა თქვენ ხართ ამაში ჩაბმული ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა და მეორე, შეწყვიტეთ ისტერია, პირველი მოსმენით ხდება კანონის განხილვა.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.