როცა პარლამენტში უბედურება ხდებოდა, წივილი, კივილი, სად იყავით - ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

"ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, რატომ არ უნდათ იმაზე საუბარი, რამ გამოიწვია რეაქციები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს, რამ გამოიყვანა ხალხის აქციებზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ.

ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა მიხვდნენ, რომ მმართველი გუნდი რუსულ კანონპროექტთან არის მარტო, და თუ მას მიიღებს, კიდევ უფრო მარტო დარჩება.

"როცა პარლამენტის შენობაში ის უბედურება ხდებოდა, კაცებზე გადავლა, ქალებზე გადავლა, წივილი და კივილი, თქვენ, პარლამენტის შენობიდან კინწისკვრით გაყრილი აკერდიტირებული ჟურნალისტები, აქტივისტები, თქვენ, პარლამენტის თავმჯდომარე სად იყავით, რატომ არ გყოფნით მორალური ავტორიტეტი, თქვენ რომ ხართ ამ შენობის ხელმძღვანელი, ამ დროს შემოხვიდეთ და შეაჩეროთ ასეთი პროცესები, რატომ არ გყოფნით ამის ავტორიტეტი? - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ეთანხმება იდეას, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის თანამშრომლებს, მაგრამ მათი პატივისცემა "ქართული ოცნების" მხრიდან იმით უნდა გამოიხატოს, რომ არ მისცენ დავალებები - "არ ეუბნებოდეთ, სამსახურებს დაგატოვებინებთ ოპოზიციონერ დეპუტატებს თუ არ გაიყვანთ აქედანო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი