ქართული ოცნება ახლა ემზადება, რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს ბრაზის გადაგორების ტაქტიკა - ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება ახლა ემზადება, იმისთვის რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტალღების და ბრაზის გადაგორების ტაქტიკა. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას", - ამის შესახებ განცხადება "ლელო - საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. 

ნაცვლიშვილის განცხადებით, "ოცნებას" კონკრეტული გეგმაც აქვს შემუშავებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააბანალუროს საპროტესტო მოძრაობა და დაღალოს პროტესტის მონაწილეები.

"მე მინდა გავაფრთხილო საზოგადოება, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ქართული ოცნება ახლა ემზადება, იმისთვის რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტალღების და ბრაზის გადაგორების ტაქტიკა. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას, ჩვენ აქ არ გავჩერდებით, არ მივცემთ მათ ამის საშუალებას, რომ მშვიდად ისაუბრონ პეპლებზე და ყვავილებზე. ასევე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას არ გაჩერდეთ, გადაგორების ტაქტიკა მათ არ უნდა გაუვიდეთ, მათ აქვთ ახლა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გააჭიანურონ ეს პროცესი, როგორ დაგვღალონ და როგორ დაღალონ  ეს პროცესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი და როგორ გააბანალურონ. ჩვენ არ მივცემთ ამის შესაძლებლობას და გთხოვთ თანადგომას, მხარდაჭერას. კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვთხოვ, სადაც ხმა მიგიწვდებათ თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში, თქვენს თემში, ყველგან სადაც ხართ, გააგონეთ თქვენი ხმა - არა რუსულ კანონს. ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზეც იყო გატანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი