
"რას დავუჯეროთ, დავუჯეროთ ბევრს, ცოტას, საშუალოს თუ ასე შემდეგ, დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებს და გონს.
ჩვენ გვახსოვს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რომ ნაწილი ადამიანების შიგნით და გარეთ შეცდომაში იქნა შეყვანილი პროპაგანდით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ვნახეთ, რომ სიმართლე ვერ დამალეს. აქაც ეს პროპაგანდა რუსული კანონი, პროპაგანდა თითქოს კანონს ვიღებთ, და ეს არ არის პირველი მოსმენა... ამ ყველაფერს ხალხი ხომ ხედავს და დაინახავს ბოლო-ბოლო, თქვენი მომხრეები, ამიტომ ეს პროპაგანდის ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდის ბუშტი გასკდება და ისევ თქვენს მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა.
ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად ამ პროპაგანდისა იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი-პატრიოტულ განცხადებებს. ამის უფლებას არავის მივცემთ ნამდვილად, ჩემს უკან, ამ შემთხვევაში, დავით აღმაშენებელია გამოსახული, არავის არ მივცემ მაგის უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი, პარალელები [გაავლოს], არავის მოგცემთ მაგის უფლებას. პატრიოტობაზე თავს არავის დაგადებინებთ, არავის, როდესაც აქ ვართ ჩვენ".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.