არა რუსულ კანონს - ემიგრანტები ხვალ ბელგიაში, ევროპარლამენტის მიმდებარედ აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

ქართველი ემიგრანტები ხვალ, 8 მარტს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებს" ბრიუსელში, ევროპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არჩევანის გადახედვა დაუშვებელია.

"ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია. Თუმცა დღეს, ასეთი მომავლის შესაძლებლობას პრო-რუსული სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება’’ გვართმევს.

ქართული მთავრობა ევროპას გამორიცხავს, ქართველი ხალხისათვის კი ევროპული არჩევანის გადახედვა დაუშვებელია.

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიერ შექმნილი რუსული კანონის მიღება ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ქართული საზოგადოების 80%-ზე მეტისთვის ღიად თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ევროპული მომავალი, მაგრამ გვექნება რუსული. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

იხილეთ ემიგრანტების მიმართვა:

დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს - ქართველი ემიგრანტების მიმართვა ევროკავშირის ინსტიტუტებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი